პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად ლაშა ტუღუში და ვასილ მაღლაფერიძე აირჩია

ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად 108 ხმით, ერთხმად, ლაშა ტუღუში და 83 ხმით, 19-ის წინააღმდეგ, ვასილ მაღლაფერიძე აირჩია.
ლაშა ტუღუშის კანდიდატურა წარდგენილი იყო საქართველოს სახალხო დამცველის მიერ, ხოლო ვასილ მაღლაფერიძის კანდიდატურა – ფრაქცია „ქართულმა ოცნების მიერ“.
პარლამენტმა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ მიერ წარდგენილ ლიკა შავგულიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.
თაგები:
ვასილ მაღლაფერიძე




