Logo

პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პოლიტიკა
631
Frontnews image description

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე  მესამე მოსმენით განიხილა და 74 ხმით მხარი დაუჭირა კანონპროექტს „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

 

წარმოდგენილი ცვლილებებით,  ახლებურად მოწესრიგდება სისხლის სამართლის პროცესის მიზნებისთვის ქონებაზე ყადაღის დადების საკითხები.

 

კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა  წარადგინა. მისი განმარტებით, მას შემდეგ რაც კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა და ასახა რედაქციული ხასიათის შენიშვნები, ტექსტი უცვლელი სახით არის წარმოდგენილი. 

 

კანონპროექტის მიღებით სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა შესაბამისობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები