
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტმა პატივი მიაგო თურქეთის რესპუბლიკაში მიწისძვრით დაღუპულთა ხსოვნას.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ტრაგედიამ ორი ქართველი მოქალაქის სიცოცხლეც შეიწირა.
“გუშინ ჩვენს რეგიონში, განსაკუთრებით, თურქეთში უმძიმესმა მიწისძვრამ გამოიწვია უდიდესი ტრაგედია. დღეის მონაცემებით, დაახლოებით 3000 ადამიანია დაღუპული, 15 000 არის დაშავებული. მინდა საქართველოს პარლამენტის სახელით მივუსამძიმრო თურქ ხალხს ტრაგედიის გამო.
საქართველოს 2 მოქალაქეც დაიღუპა ამ სტიქიის დროს. ამ დროისთვის ყველა ქართველი მოქალაქე, ვინც ითვლებოდა დაკარგულად, ნაპოვნია.
ქართველი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები გუშინ გაემგზავრნენ თურქეთში. ჩვენ ყოველთვის გვერდით ვუდგავართ ჩვენს მეგობრებს და ამ შემთხვევაში, თურქეთს სჭირდება როგორც ჩვენი მორალური, ისე მხარდაჭერა საქმით, რასაც სრულად აკეთებს ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
თურქეთი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს