პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

ავტორი
Front News საქართველო
საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით განიხილა და 87 ხმით 6-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში ცვლილებას.
საკითხი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა წარადგინა.
ცვლილების თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს.
თაგები:
პარლამენტი




