
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს და მას მხარი დაუჭირეს.
რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 106-მა წევრმა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა პარლამენტის 23-მა წევრმა.
ამ დროისთვის პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან. პარლამენტის მიმდებარედ სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.
დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს უკვე ტოვებენ.
თაგები:
პარლამენტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს