პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად ლევან ნემსაძე და მიხეილ ჯინჯოლია აირჩია

ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ორგანოსთვის წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ლევან ნემსაძე და მიხეილ ჯინჯოლია 82 ხმით, ერთხმად აირჩია.
ვინაიდან ლევან ნემსაძე არ არის მოქმედი მოსამართლე, კანონმდებლობის შესაბამისად, მან პარლამენტში საზეიმოდ დადო ფიცი.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წარმოდგენილ კანდიდატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად არჩევა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
თაგები:
პარლამენტი




