
ავტორი
Front News საქართველო
"ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, 2026-2027 სასწავლო წელს, მშობლის გადაწყვეტილებით, სკოლებში პირველ კლასში შესვლის შესაძლებლობა იმ ბავშვებსაც მიეცემათ, რომლებსაც 6 წელი 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.
კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით, 87 ხმით მიიღო, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა წარადგინა.
ცვლილების თანახმად, გარდამავალი დებულების ნაწილს საგამონაკლისო რეგულაცია ემატება, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ 2026-2027 სასწავლო წელს, მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნება პირს, რომელსაც 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში შეუსრულდება.
კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა.
თაგები:
პარლამენტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს