პარლამენტში დღეს ე.წ. თავისუფალი ტრიბუნა გაიმართება


ავტორი
Front News საქართველო
საკანონმდებლო ორგანოში დღეს პლენარულ სხდომაზე ე.წ. თავისუფალი ტრიბუნა გაიმართება. ამ ინიციატივით პარტია “ლელო“ გამოვიდა.
რეგლამენტის მიხედვით, თავისუფალი ტრიბუნა სპეციალური საპარლამენტო ფორმატია, როცა ფრაქციას და პოლიტიკურ ჯგუფს უფლება აქვთ, სესიის განმავლობაში ორჯერ 30-წუთიანი გამოსვლით ისარგებლონ.
თავისუფალ ტრიბუნამდე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდება და დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებს განიხილავენ. ასევე, დეპუტატები კენჭს უყრიან ნათია თურნავას კანდიდატურას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე.
თაგები:
პარლამენტი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა