Logo

პარლამენტში დღეს შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

პოლიტიკა
313
Frontnews image description

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების, მათ შორის, პრაიდის კვირეულის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით დეპუტატები დღეს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა დღეისთვის დაგეგმილ რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე გაიმართება.

 

რიგგარეშე სესია 12:00 საათისთვისაა დაგეგმილი.

 

პარალელურად, პარლამენტთან მედიის წარმომადგენლების ორგანიზებული საპროტესტო აქცია არის დაგეგმილი.

Advertisement