Logo

პარლამენტში დღეს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

საზოგადოება
873
Frontnews image description

საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში, მეათე მოწვევის პარლამენტში მინისტრების მოსმენა გრძელდება. საკანონმდებლო ორგანოში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდებიან. 

ვახტანგ გომელაური დეპუტატებს „მინისტრის საათის“ ფორმატში, მისი უწყების მიერ განხორციელებული სამთავრობო პროგრამის შესახებ ანგარიშსა და სამომავლო გეგმებს წარუდგენს, რის შემდეგაც სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს კითხვები კიბერუსაფრთხოებასთან, ოჯახში ძალადობასთან, მათ შორის, დანაშაულის სტატისტიკასთან დაკავშირებით ექნებათ. 

პარტია „მოქალაქეებისა“ და პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრების განცხადებით, მათ ძალოვანი უწყების მინისტრთან მწვავე შეკითხვები ექნებათ.

თაგები:

Advertisement