
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა პარლამენტში ხვალ ჩატარდება.
“ოპოზიციას მობილიზაციის პრობლემა თუ აქვს, ეს არავის პრობლემა არ არის. მიმაჩნია, რომ საგამოძიებო კომისია იქმნება პოლიტიკური ჩარევის ინსტრუმენტად სასამართლო ხელისუფლებაში.
ალბათ, ოპოზიციის დიდი ნაწილის მხრიდან მცდელობა იქნება იმის, რომ 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც სასამართლოს ეხება, მაქსიმალურად დააზიანონ.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ კომისიის მუშაობის შედეგი იქნება ის, რომ ის პროპაგანდა, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჰქონდათ გაშლილი სასამართლო ხელისუფლების დაზიანებისთვის, აღმოჩნდება, რომ არის ჩვეულებრივი პროპაგანდა, რომლის უკან არანაირი ფაქტები არ არის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
თაგები:
პარლამენტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს