პარლამენტში კონსტიტუციურ კანონში შესატანი ცვლილების საკომიტეტო განხილვა იწყება


ავტორი
Front News საქართველო
დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენისთვის განიხილავს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
პროექტის თანახმად:
• მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის დგინდება 2%-იანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი;
• მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ოთხზე ნაკლები;
• მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით.
თუ პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა ერთი წელი.
კანონპროექტის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და ანრი ოხანაშვილი, ხოლო ინიციატორები – როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.
კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პარლამენტში განხილვის დაწყებამდე მისი საყოველთაო-სახალხო განხილვა ქუთაისსა და თბილისში შედგა.
თაგები:
პარლამენტი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს