Logo

პარლამენტში მისულ ოპოზიციის წარმომადგენლებს სამოქალაქო აქტივისტები შეძახილებით დახვდნენ

საზოგადოება
1318
Frontnews image description

20 ივნისს დაზარალებულები და აქტივისტები პარლამენტთან იკრიბებიან და აქციას მართავენ. შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერები აქციის მონაწილეებს შეხვდებიან, დაზარალებულები კი ოპოზიციისგან ითხოვენ, არ დაუშვან ე.წ გავრილოვის ღამის, ბრძანების გამცემი პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება.

 რამდენიმე წუთის წინ, პარლამნეტთან "გირჩის" წევრი ვახო მეგრელიშვილი მივიდა, მას აქტივისტები დახვდნენ და ადგილზე მცირე სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. 

"ყველა ხართ არაკაცები. ნამუსის ძარღვი გაქვთ?" – მიმართა აქციის მონაწილემ ვახო მეგრელიშვილს. 

"ჩვენ მოვედით დღეს აქ, რათა გავაპროტესტოთ ის ამნისტია, რომლის მიღებასაც აპირებენ, ცდილობენ გადაწერონ ისტორია. 20 ივნისი არ გადაიწერება. უნდა დაისაჯონ ის ჯალათები, რომლებმაც თვალები დასთხარეს ჩვენს მეგობრებს, აუნაზღაურებელი მორალური, ფსიქიკური და ფიზიკური ტრამვა მიაყენეს. ამიტომ, მინდა მოვუწოდოთ განსაკუთრებით ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, არ დაუშვან ისტორიის გადაწერა", – აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

პარლამენტი ამნისტიის კანონპროექტზე დღეს, 27 აპრილს იმსჯელებს

თაგები:

Advertisement