
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტში, სასესიო დარბაზში მოქალაქემ “ქართული ოცნების” დეპუტატებს რუსული რუბლები გადააყარა და საპროტესტო ბანერი გამოფინა.
ბანერზე იყო წარწერა – “არა ორიენტაციაარეულ ქოც-რუსულ მთავრობას დაოჯახებულებისგან”.
მან აღნიშნა, რომ შშმ პირის დედაა. შშმ პირები მათი უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს საკანონმდებლო ორგანოში მიიწვია.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნულ ინციდენტს სამწუხარო უწოდა.
“სამწუხაროდ, არსებობენ არაადეკვატური მოქალაქეებიც. თქვენი გზავნილი გასაგებია. ვერ გცნობთ, ვინ ხართ, მაგრამ უბრალოდ, მინდა, მოგმართოთ, რა თემაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ამ თემას იყენებთ სპეკულაციისთვის, ეს აჩვენებს, რამდენად არაადეკვატური ბრძანდებით პირადად თქვენ. ასე რომ, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. გვყავს ქვეყანაში, ასე ვთქვათ, რადიკალური ადამიანები. გთხოვთ, დაატოვებინოთ დარბაზი. როგორც ვატყობ, მოქალაქემ დაგვტოვა. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად არაადეკვატური ჯგუფები არიან ჩვენს საზოგადოებაში, როდესაც ადამიანი, ეს ქალბატონი, არ ვიცი, ვერ ვიცანი, შეიძლება, ვინმე ცნობადი სახეა, ასეთ რაღაცას კადრულობს. ჩვენთან სტუმრად არიან ადამიანები და ასეთ რაღაცას კადრულობს. ეს აჩვენებს, რომ ამ ადამიანებს არანაირი რეალობის და ადეკვატურობის აღქმა არა აქვთ, ყველას და ყველაფერს გადაუვლიან, გადათელავენ საკუთარი ინტერესის გამო. ახლა რამდენიმე დეპუტატი ჩაეწერეთ, ვხვდები, რომ აქ პროცედურაზე საუბარი არ იქნება. ამიტომ არ მოგცემთ სიტყვას, გადავიდეთ დღის წესრიგით განსახილველ საკითხებზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამის შემდეგ პლენარულ სესიაზე „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო, თუმცა დარბაზში ხმაურის გამო, შეწყდა. უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
თაგები:
პარლამენტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს