
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტში ხელახლა შეიქმნება ფრაქცია „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსათვის“. ამის შესახებ საკითხი დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში განიხილეს.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გურამ მაჭარაშვილის თქმით, ფრაქცია „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსათვის“ ერთი წევრის გამოკლების შემდეგ დაიშალა, მაგრამ ახლა, რაც მას შეუერთდა ერთი პარლამენტის წევრი, ხელახლა შემოიტანეს განაცხადი ფრაქციის შექმნის თაობაზე.
კომიტეტმა შესაბამისი საკანონმდებლო დასკვნა მოამზადა, რომელიც პარლამენტის ბიუროს გაეგზავნება გადაწყვეტილების მისაღებად. ამ კომიტეტმა გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.
თაგები:
ლელო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს