
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა დაიწყო.
პროცედურა იმპიჩმენტის წარდგინების მომხსენებლის და პრეზიდენტის გამოსვლას, კითხვა-პასუხის რეჟიმსა და დასკვნით სიტყვას ითვალისწინებს.
ამ დროისთვის სიტყვით გამოდის “ქართული ოცნების” თავმჯდომარე და სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, კონსტიტუციური წარდგინების ავტორი ირაკლი კობახიძე.
კობახიძის გამოსვლის შემდეგ, პარლამენტში სიტყვით სალომე ზურაბიშვილი გამოვა.
ოპოზიციის უმრავლესობა სხდომას არ ესწრება.
სასესიო დარბაზი დატოვეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა – როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა, ხატია დეკანოიძემ, არმაზ ახვლედიანმა, ანა ნაცვლიშვილმა. ოპოზიციიდან დარბაზში ამ დროისათვის ალეკო ელისაშვილი, “გირჩები”, ფრიდონ ინჯიას პარტია და თეონა აქუბარდია იმყოფებიან.
სხდომაზე არ შესულან ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები, გახარიას პარტიის წევრები და “სტრატეგია აღმაშენებელი”.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს