
ავტორი
Front News საქართველო
დღეს პარლამენტში რიგგარეშე სესიის, პლენარული სხდომა გაიმართება. საშემოდგომო სესიის ბოლო კვირაში პირველი და მეორე მოსმენით განხილულ კანონპროექტებს საბოლოო – მესამე მოსმენით განიხილავენ და უყრიან კენჭს. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი.
რიგგარეშე სესიაზე დეპუტატები ასევე განიხილავენ და კენჭს უყრიან სარატიფიკაციო დოკუმენტებს. დეპუტატები მოისმენენ ასევე კომიტეტების წლიურ ანგარიშებს.
ბიურომ ცნობად მიიღო ფრაქციის -“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ და დეპუტატ თამარ ჩარკვიანის მიმართვა, პოლიტიკური შეხედულების გამო ბოიკოტის გამოცხადებისა და 22 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე არგამოცხადების შესახებ.
თაგები:
პარლამენტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს