“პარლამენტში წარმოდგენილია სამი პარტია, რითაც ჩანს, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ თავის მიზანს ვერ მიაღწია”


ავტორი
Front News საქართველო
დღეს არის მოცემულობა საქართველოს პარლამენტში, როდესაც საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილია სამი პოლიტიკური პარტია. აქედან უკვე ჩანს, რომ რადიკალურმა ფრთამ თავის მიზანს ვერ მიაღწია, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, მმართველი გუნდი რადიკალურ ოპოზიციასთან მიმართებით გადაწყვეტილებას პრაგმატულად იღებს, რაზეც მეტყველებს ის, რომ პარლამენტმა 51 ოპოზიციონერ დეპუტატს მანდატი არ შეუწყვიტა.
„მათ გამოიყენეს გარკვეული პროცედურული ინსტრუმენტები საბოტაჟის განსახორციელებლად და ჩვენ ვაჩვენეთ მათ, რომ კონსტიტუცია გვანიჭებს ბევრად უფრო ეფექტიან ინსტრუმენტს ამ პროცედურული ინსტრუმენტების საპირისპიროდ. ეს არის სამართლებრივი პროცედურული ინსტრუმენტი, რომელიც მინიჭებული აქვს პარლამენტს და საპარლამენტო უმრავლესობას კონსტიტუციის მხრიდან და ჩვენგან, ბუნებრივია, არ იქნებოდა პრაგმატული გადაწყვეტილება, თუ ამ ინსტრუმენტს არ გამოვიყენებდით. თუმცა, სამომავლოდ გაგრძელდება ეს პროცესი. შეიძლება კიდევ ერთხელ შემოიტანონ ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადი მანდატების შეწყვეტაზე და მომდევნო ჯერზე ხელახლა გადავხედავთ საკუთარ გადაწყვეტილებას და იმ მომენტისთვის არსებული გარემოებების შესაბამისად მივიღებთ ახალ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:


აკია ბარბაქაძე – რუსეთმა ვერ მიაღწია თავის პოლიტიკურ მიზანს, ახლა ცდილობს, სასურველ შედეგს კონფლიქტის გახანგრძლივებით მიაღწიოს

“აგენტების კანონთან დაკავშირებული მონაცემების გაყალბება ერთ რამეს მოწმობს – ამერიკელებს ძალზე აღიზიანებთ ხელისუფლების მესიჯი იმის შესახებ, რომ ამ კანონმა თავის მიზანს უკვე მიაღწია”

მამუკა ხაზარაძე – “ქართული ოცნება” თბილისში დამარცხდა, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციამ მიზანს მიაღწია, თბილისში იწყება ცვლილებები