Logo

პარლამენტთან აქციაზე სამართალდამცველებს და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა

საზოგადოება
635
Frontnews image description

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩიტაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც საპატრულო პოლიციამ მათ არ მისცა.

როგორც საპატრულო პოლიცის წარმომადგენელმა გოგა მემანიშვილმა აქციის მონაწილეებს განუცხადა, მათ პროტესტის გამოხატვა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის გარეშე შეუძლიათ. ამის შემდეგ, ადგილზე ვითარება დაიძაბა. პოლიციამ ადგილიდან ორი აქტივისტი აქტივისტი გაიყვანა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ბესო გაზდელიანია.

პარლამენტის შესასვლელებთან ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები აქციას დილიდან მართავენ.

ადგილზე პერიოდულად ვითარება იძაბება.

თაგები:

Advertisement