პარლამენტთან ექიმების კარავი დაიდგა

ავტორი
Front News საქართველო
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, მედპერსონალის, რიგით მე-18 კარავი დაიდგა. ექიმები საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციას 6 მარტს შეუერთდნენ, კარავი კი დღეს, 13 მარტს დადგეს.
აქციის მონაწილე მედიკოსების თქმით, კარავი პირველადი გადაუდებელი დახმარებისთვისაა განკუთვნილი, სადაც მუდამ იქნება ექიმი, ექთანი, სამედიცინო პერსონალი, რომელიც მოქალაქეებს გვერდში დაუდგებიან და მათ სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.
პარლამენტთან, ამ დროისთვის, 18 კარავია. სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წევრები იქ ღამეებს ათენებენ და რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


