პარლამენტთან ირაკლი კუპრაძე, საბა ბუაძე, თაზო დათუნაშვილი, ლუკა თევზაძე და გიორგი ტალახაძე დააკავეს

ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პარტია "ლელოს" 5 წარმოამდგენელი – ირაკლი კუპრაძე, საბა ბუაძე, თაზო დათუნაშვილი, ლუკა თევზაძე და გიორგი ტალახაძე დააკავეს.
მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლს ედავებიან, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ოპოზიციური პარტიის წევრები პარლამენტის მიმდებარედ აქციას მართავდნენ. "ლელოს" ახალგაზრდული ფრთა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნასა და მინისტრთა კაბინეტის წევრების წარდგენას აპროტესტებენ.
პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციებზე დღეს 20-ზე მეტი სამოქალაქო აქტივისტი და პოლიტიკოსი დააკავეს.
სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც 82 დღის განმავლობაში კარვებში აპროტესტებდნენ არჩევნების გაყალბებას, პარლამენტის წინ დააკავეს – მათ კარვის გადმოტანის უფლება არ მისცეს.
თაგები:





