პარლამენტთან მე-12 კარავი გაშალეს


ავტორი
Front News საქართველო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარელმა მხარდამჭერებმა და აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან კარავი გაშალეს. მიმდებარე ტერიტორიაზე ეს რიგით მე-12 კარავია.
როგორც პარტიის ქობულეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ბონდო თედორაძე აცხადებს, აჭარაში აქტივისტები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოთხი თვის განმავლობაში აპროტესტებდნენ, ახლა კი პროტესტის კერამ თბილისში, საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლა.
თედორაძის თქმით, სამოქალაქო აქტივისტების მოთხოვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, უცვლელია.
"საქართველოს მოქალაქეზე არ უნდა ხორციელდებოდეს რუსული სამართალი. ამიტომ ეს მოთხოვნა არის ერთ-ერთი უმთავრესი, რომ ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილის ტყვეობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს", – აღნიშნა ბონდო თედორაძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს