
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტთან საპროტესტო აქცია 17 აპრილს, 12:00 საათზე განახლდება.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე აქციის ძირითადი ნაწილი დასრულებულია, თუმცა სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეების ნაწილი და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის გვერდითა შესასვლელებთან, 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე ამ დრომდე იმყოფებიან.
ადგილზე რჩებიან რობოკოპებიც, რომლებიც აქციის მონაწილეების დაკავებას ამ დრომდე განაგრძობენ.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 16 აპრილს დაიწყო. მისი მოსმენა 17 აპრილს, სიტყვით გამოსვლებით განახლდება.
გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტი კანონს პირველი მოსმენით კენჭს 17 აპრილს უყრის.
თაგები:
აქცია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს