პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა, გმირთა მოედანზე საავტომობილო გზა გადაკეტილია


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა.
პარალელურად, აქციის მონაწილეების ნაწილმა ერთი საათის წინ გმირთა მოედანზე რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო გზა გადაკეტეს.
შეკრებილების თქმით, მათი მიზანია, რომ შექმნან დისკომფორტი და ამ ფორმით ხელისუფლებას ხმა გააგონონ, რომ კანონი უკან გაიწვიოს.
სამართალდამცველებმა გმირთა მოედანზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს, პოლიცია ტერიტორიიდან აქციის მონაწილეების გაყვანას ცდილობს, რომ საავტომობილო გზა გაიხსნას.
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადეს, რომ გმირთა მოედანზე გაუშვეს ცრემლსადენი გაზი, აკავებენ აქციის მონაწილეებს, ამიტომ ისინი მსვლელობით გმირთა მოედანზე შეკრებილებს შეუერთდებიან.
თაგები:
აქცია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს