პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება. დღის განმავლობაში თბილისის ქუჩებში რამდენიმე მსვლელობა გაიმართა, რომლის მონაწილეები საღამოს საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს შეუერთდნენ.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.
მოქალაქეები 15 დღეა, ხელისუფლების ნაბიჯებს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია – ხელახალი არჩევნები და დაჩქარებული მოლაპარაკებები ევროკავშირთან, ასევე, აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება.
როგორც ცნობილია, აქციაზე მისვლას ევროპარლამენტარებიც აპირებენ, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან.
თაგები:
აქცია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს