Logo

პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება

საზოგადოება
1204
Frontnews image description

პარლამენტთან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციას მართავენ.

მათი განცხადებით, ხელისუფლებამ COVID-სგან დაცვის საბაბით, ისინი შიმშილისთვის გაწირა.

აქციაზე იმყოფებიან ფიტნეს ინსტრუქტორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის ქორეოგრაფიული ასოციაციის წარმომადგენლები. ისინი მუშაობის დაწყებას ითხოვენ, თუმცა რეგულაციების დაცვით. 

პარლამენტთან მიმდინარე აქციას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

ისინი აქციის მონაწილეების მოთხოვნებს ლეგიტიმურად აფასებენ და ხელისუფლებს მისი დაკმაყოფილებისკენ მოუწოდებენ.

თაგები:

Advertisement