
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოში დღეს “მინისტრის საათის” ფორმატში ვახტანგ გომელაურს და ლევან დავითაშვილს მოუსმენენ.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლაშა ფარულავას განცხადებით, აქციის მიზანია, შეახსენონ მთავრობის წევრებს, რომ ეს ქვეყანა ვერასოდეს გახდება რუსეთი.
მისივე თქმით, შს მინისტრმა პასუხი უნდა გასცეს კითხვებს შოვთან დაკავშირებითაც.
“გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრის ბორის ჩელე ყურუას განცხადებით, აქციაზე შეკრებილებს აინტერესებთ ვახტანგ გომელაურმა გასცეს კითხვას პასუხი, რატომ არ აკავებენ ოთარ ფარცხალაძეს.
აქციის მონაწილეების კიდევ ერთი მოთხოვნაა გაუქმდეს ნათია თურნავას ბრძანება და მან თანამდებობა დატოვოს.
პარლამენტთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
თაგები:
აქცია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს