
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიციირებულ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ, რომლის განხილვაც პარლამენტში დღეს დაიწყო.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონი ევროპულ წესებს ეწინააღმდეგება და მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ.
“ქართულ ოცნებას” ერთხელ არ გაუვიდა და არც მეორედ არ გაუვა, ასე იქნება ეს. ადამიანებმა ამ ქვეყანაში ზუსტად იციან თუ რა კანონია ეს და რას და ვის ებრძვის რეალურად. ადამიანები, ვინც აპროტესტებდნენ შარშან ამას, იყვნენ 100%-ით მართლები, იყვნენ საქართველოს ღირსეული მოქალაქეები და იდგნენ ისტორიის სწორ მხარეს. დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი ადამიანი გააპროტესტებს საბოლოოდ ამ კანონს”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ამასთან, მედიის წარმომადგენლების თქმით, პარლამენტში, სადაც ბიუროს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს, ჟურნალისტებს არ უშვებენ.
გელა მთივლიშვილის თქმით, მედიის წარმომადგენელთა ნაწილს პარლამენტის აკრედიტაცია, ხოლო ნაწილს დეპუტატის მიერ დაშვებული საშვი აქვს, თუმცა მათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
აქციის პარალელურად პარლამენტთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
თაგები:
აქცია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს