
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაიწყო. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. შეკრებილები დღესაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ.
იქამდე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. მათივე თქმით, ჭიჭინაძის ქუჩის დატოვებას არ აპირებენ. ადგილზე იმყოფებიან პარტია “ახალის” ლიდერები.
პარლამენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ. კანონპროექტზე პოლიტიკური დებატები სავარაუდოდ, ხვალაც გაგრძელდება.
თაგები:
აქცია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს