პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტთან აქცია – “არა რუსულ კანონს, კი ევროპას” მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები პარლამენტთან სხვადასხვა ლოკაციიდან მივიდნენ. სტუდენტების ნაწილი მსვლელობით უნივერსიტეტიდან მივიდა, ნაწილი “ექსპო ჯორჯიიდან”.
აქციას ასევე შეუერთდნენ ექიმები, რეზიდენტები და ექთნები.
პარლამენტთან შეკრებილებმა ცოტა ხნის წინ პროტესტის ნიშნად რუსეთის დროშა დაწვეს.
რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
საპროტესტო მსვლელობა იმართება ბათუმშიც, რომელშიც სტუდენტებთან ერთად სხვადასხვა თაობისა და პროფესიის მოქალაქეები მონაწილეობენ.
თაგები:
აქცია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს