პარლამენტთან საპროტესტო აქციის მიმდინარეობს – მობილიზებულია პოლიცია


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. ამ დროისთვის გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან.
ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელის მიმდებარედ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა იყო. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილები და ხმაური მოჰყვა.
ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოს უკანა და გვერდითა შესასვლელები სპეცრაზმელებს აქვთ დაკავებული.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.
ფოტო: “მთავარი”
თაგები:
შსს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს