
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტთან საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. პატიმრების ოჯახების წევრები ხელისუფლებისგან პასუხს ელიან პარტია “გირჩის” ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც საყოველთაო ამნისტიას ეხება. აქციის მონაწილეები აღნიშნულ კანონს მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.
“ჩემი ოჯახის წევრია ციხეში, მეზობელთან მოუვიდა ჩხუბი. მეზობლის ქალი დაიცვა და 7 წელი გამოუტანეს განაჩენი დაცვისთვის და იქნებ ჩვენც გაგვიწიონ შეღავათი და დაგვიბრუნონ ძმები, მეუღლეები.
ოჯახი ვდგავართ უკან და ჩვენ უფრო ვისჯებით, ვიდრე ისინი”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
“მოთხოვნა არის ის, რომ განიხილონ დაჩქარებული წესით ეს კანონპროექტი. როგორც გავიგეთ, ორი თვით გადადეს მისი განხილვა.
გვინდა, რომ არჩევნებამდე როგორღაც მოესწროს. როგორც ჩვენ, ისე პატიმრები ელოდებიან ამ საყოველთაო ამნისტიას.
10 000 პატიმარია დღესდღეობით საქართველოში და 40 000 პრობაციონერია, ძალიან ბევრი ხალხია, ვინც ამას ელოდება”, – განაცხადა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ.
ამნისტიის კანონპროექტი პარლამენტს “გირჩმა” წარუდგინა, თუმცა 5 მარტს “ქართულმა ოცნებამ” კანონპროექტის განხილვა 2 თვით გადადო
თაგები:
ამნისტია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს