Logo

პარლამენტთან სპეცრაზმი აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლს იყენებს

საზოგადოება
952
Frontnews image description

საპროტესტო აქციაზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტთან მობილიზებული სპეცრაზმი აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლს იყენებს.

დაშლის მცდელობის მიუხედავად, აქციის მონაწილეები ადგილზე რჩებიან და ნელ-ნელა რუსთაველზე უფრო მეტი ადამიანი მიდის.

პერიოდულად იძაბება ვითარება აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან განლაგებული.

28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, რასაც საქართველოს მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

თაგები:

აქცია
Advertisement