
ავტორი
Front News საქართველო
პარტია “ახალი” პრეზიდენტის “ქართულ ქარტიას” უერთდება, – ამის შესახებ ორბელიანის მოედანზე პარტიის ლიდერებმა ნიკა გვარამიამ და ნიკა მელიამ განაცხადეს.
“სწორია პრინციპი და მიმართება საზოგადოების კონსოლიდაციის. მცდელობა მთავარი სახელმწიფო მიზნის ირგვლივ, ეს არის ევროპული ინტეგრაცია. რაც შეეხება ტექსტს, ჩემთვის მიუღებელი არაფერი არ არის ამ ტექსტში. ჩვენი პარტია ამ ტექსტს შეუერთდება”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
“მოვისმინეთ კონკრეტული საკითხები, რომლებიც გეგმაშია ქარტიაში გაწერილი, რისი შესრულების შემდეგ მოქალაქე იბრუნებს სახელმწიფოს. სახელმწიფოს ექნება გამართული სახელმწიფო ინსტიტუტები, გამართული სახელისუფლებო შტოები, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სახელისუფლებო შტოები”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს