პარტია “საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭო ორი წევრით გაიზრდება


ავტორი
Front News საქართველო
გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭომ სხდომაზე მიიღო ოფიციალური გადაწყვეტილება, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „საქართველოსთვის“ მონაწილეობის შესახებ.
დღეს, პარტიის თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ პოლიტიკურ საბჭოს, შემადგენლობის ორი წევრით გაზრდა შესთავაზა. სხდომაზე გადაწყდა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ კონფერენცია გაიმართება არჩევნების შემდეგ, სადაც პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებად აჭარის რეგიონის წარმომადგენლების ირაკლი მიქელაძისა და კახა ცეცხლაძის არჩევა მოხდება.
ამასთან, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ პოლიტიკური საბჭოს წევრებს მისი მოადგილეები გიორგი ხოჯევანიშვილი და ნათია მეზვრიშვილი წარუდგინა. ასევე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე ბერდია სიჭინავას, პარტიის პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე კახაბერ ქემოკლიძის და პარტიის ახალგაზრდული მდივნის თანამდებობაზე საბა ჯიქიძის დანიშვნის შესახებ.
თაგები:
გიორგი გახარია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა