პარტია “საქართველოსთვის“ უსაფრთხოების ჯგუფის წარმომადგენლები ექსპერტებს შეხვდნენ


ავტორი
Front News საქართველო
პარტია „საქართველოსთვის“ უსაფრთხოების ჯგუფის წარმომადგენლები ექსპერტებს შეხვდნენ. პოლიტიკური საბჭოს წევრმა კახაბერ ქემოკლიძემ ექსპერტებს უსაფრთხოების და თავდაცვის მიმართულებით პარტიის პროგრამული ხედვა გააცნო.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო იმ სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც პარტიას განსაზღვრული აქვს პარტიულ ხედვებში. განიხილეს ყველა ის მნიშვნელოვანი რეფორმა თუ გამოწვევა, რომელიც დღეს საქართველოს დღის წესრიგში დგას და რომელთან დაკავშირებითაც პარტიას აქვს საკუთარი ხედვები, როგორც უსაფრთხოების კუთხით, ისე თავდაცვის მიმართულებით.
ექსპერტებმა შეხვედრაზე თავიანთი რეკომენდაციები და მოსაზრებები გამოთქვეს.
პარტია „საქართველოსთვის“ წევრები სისტემატურად მართავს შეხვედრებს მიზნობრივ ჯგუფებთან, სადაც განიხილება პარტიის პროგრამული ხედვა, ექსპერტების მოსაზრებები, რომელიც საბოლოოდ დოკუმენტში აისახება.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს