Logo

პარტიამ „საქართველოსთვის“ რიგით 30-ე ოფისი რუსთავში გახსნა

პოლიტიკა
376
Frontnews image description

პარტიის თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ დღეს რეგიონული ორგანიზაცია რუსთავში გახსნა და რუსთავის მოსახლეობასთან შეხვედრაც გამართა. გიორგი გახარიამ მათ პარტია „საქართველოსთვის“ პროგრამული ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნო.

 

რუსთავის ოფისის გახსნას და მოსახლეობასთან შეხვედრას დღეს გიორგი გახარიასთან ერთად პარტიის ახალგაზრდული მდივანი საბა ჯიქიძე და პარტიის წევრი ეკატერინე ვეფხვაძე ესწრებოდნენ.

 

პარტია „საქართველოსთვის“ ოფისები ქვეყნის მასშტაბით უკვე 30 ქალაქში ფუნქციონირებს.

Advertisement