Logo

“პარტიებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, ჩემი ფუნქციაა გითხრათ მხოლოდ ის, რაც არის, ხომ არ მოგატყუებთ”

საზოგადოება
1569
Frontnews image description

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აზრით, დღევანდელი საარჩევნო სისტემა ხმებს სწორად ვერ დათვლის, ამიტომ საჭიროა პარტნიორების ჩართულობა ამ მიმართულებით გამოიყენონ და შესაბამისი მაგალითი აიღონ. 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, პარტიებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ მოაწერენ თუ არა შეთანხმებას ხელს.

"მე ვფიქრობ, პარტიებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, ჩემი ფუნქციაა გითხრათ მხოლოდ ის რაც არის, ხომ არ მოგატყუებთ, სიმართლე მწარე უნდა ითქვას. გვინდა გადაწყვეტა, გვინდა გადალახვა კრიზისის, კრიზისი არის მძიმე, მაგრამ არსებობს რაღაც ელემენტარული თამაშის წესები მიღებული ცივილიზებულ სამყაროში, ამ წესების გადახვევა მიგვიყვანს მხოლოდ უარეს შედეგამდე", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში.

მისი თქმით, უნდა განისაზღვროს, როგორ შეიძლება დაკომპლექტდეს საარჩევნო კომისია, პროკურატურა და სასამართლო, შეწყდეს პოლიტიკური დევნა.

სააკაშვილის განცხადებით, ცესკო-ს მოქმედი ხელმძღვანელის თამარ ჟვანიასა და სისტემის სხვა მაღალჩინოსნების მიმართ ნდობა ვერ იარსებებს.

ის ქართულ პოლიტიკურ სპექტრს სთავაზობს ვარიანტს, რომელიც კოსოვოში, ალბანეთში, უკრაინასა და ბალკანეთის რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს: საარჩევნო კომისიის წევრებს, პროკურორებს, მოსამართლეებს არჩევს პარიტეტული კომისია, რომლის 3 წევრს ნიშნავს დასავლეთი (საერთაშორისო პარტნიორები), 3 წევრს ხელისუფლება, სამს კი ოპოზიცია.

"თუ ეს ასე იქნება, მივიღებთ ხალხს ცესკო-ში, რომელიც ობიექტურად დაითვლის ხმებს", – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები