Logo

“პასუხისმგებლობა, რომ იყოს ნაპოვნი პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტილება, დამოკიდებულია პოლიტიკურ ლიდერებზე”

საზოგადოება
414
Frontnews image description

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელის კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ევროკავშირმა და აშშ-მა ძალიან გულმოდგინეთ იმუშავეს, რათა მხარი დაეჭირათ, დახმარებოდნენ პარტიებს შეთანხმების მიღწევაში და დაესრულებინათ არსებული პოლიტიკური კრისზისი საქართველოში.

"დიდი მადლობა იმისთვის, რომ თქვენ ასე გულმოდგინედ იმუშავეთ ამ დღეების განმავლობაში და მოთმინებისთვის, რომელიც ამ დღეების განმავლობაში გამოიჩინეთ. 

ევროკავშირმა და აშშ-მა ძალიან გულმოდგინედ იმუშავეს იმისთვის, რომ დახმარებოდნენ პარტიებს, რომ მიეღწიათ შეთანხმებისთვის და დაესრულებინათ პოლიტიკური კრიზისი საქართველოში.

პოლიტიკური კრიზისის დასრულება საქართველოს ლიდერებისთვის ნიშნავდა, რომ მათ შეძლებოდათ კონცენტრაციის მოხდენა და მთელი ყურადღების გამახვილება კორონავირუსის პანდემიასა და მის სოციო ეკონომიკურ შედეგებზე, წინ წასულიყვნენ ევროკავშირის დღის წესრიგით და დაეცვათ სქართველოს უსაფრთხოების ინტერესები რეგიონში, ეს არის რეალური გამოწვევები, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას.

ზოგიერთ მონაკვეთში მიღწეული იყო მნიშვნელოვანი პროგრესი, სხვადასხვა ასპექტში პრეზიდენტ მიშელის მიერ დატოვებულ ექვსპუქნტიან გეგმასთან მიმართებაში, ეს მისასალმებელია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს კრიზისთან დაკავშირებული ამ საკითხების მოგვარება. რაც შეეხება სხვა საკითხებს ამაზე ნაკლები წინსვლა იყო“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.

მისივე განმარტებით, საქართველოს დღეს დილით დატოვებს და ბრიუსელში დაბრუნდება.

„მე დავრბუნდები ბრიუსელში ამ დილით და ამ ყველაფრის შესახებ მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს. პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ იყოს ნაპოვნი პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტილება,  დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე, ეს არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის და მისი ევროპული მისწრაფებებისთვის“, – აღნიშნა კრისტიან დანიელსონმა.

ოპოზიციის და ხელისუფლების 9-საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. 

თაგები:

Advertisement