Logo

პატელი – გავიმეორებ, ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია

პოლიტიკა
1289
Frontnews image description

ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც ვსაუბრობთ ამ კანონპროექტზე და მე გავიმეორებ – ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ვედანტ პატელმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

 

“ეს არის იმ კანონმდებლობის მსგავსი, რომელიც არსებობს ისეთ ქვეყნებში, რომელსაც მედია ორგანიზაციების დარბევის გამოცდილება აქვთ და ებრძვიან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს.

 

ვფიქრობთ, რომ ამგვარი კანონმდებლობა შეუსაბამოა ევროკავშირის მიზნებთან, რაც არის ის, რაც საქართველომ თავად განაცხადა, რომ ასეთი მომავლით დაინტერესებულია”, – განაცხადა პატელმა. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები