პატიმრების გაქცევის საქმეზე დაკავებულ ბადრაგის ჯგუფის უფროსს პატიმრობა შეეფარდა


ავტორი
Front News საქართველო
პატიმრების გაქცევის საქმეზე დაკავებული ბადრაგის ჯგუფის უფროსს ივერი ნატრიაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პროკურორის განცხადებით, საქმეზე დაკითხულია მოწმეები, მათ შორის თავად ბრალდებული და ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. საგამოძიებო უწყებამ ივერი ნატრიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. პროკურატურამ მოსამართლეს კიდევ ერთი შუამდგომლობით მიმართა, კერძოდ ივერი ნატრიაშვილის დაკავებული თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.
პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაკავებულის ადვოკატი. დაცვის მხარის განცხადებით, პროკურატურის არგუმენტები უსაფუძვლოა, რადგან ივერი ნატრიაშვილი თავად გამოცხადდა საგამოძიებო უწყებაში და ბრალი აღიარა. შესაბამისად, მიმალვის ან მოწმეებზე ზეწოლას საფუძველი არ არსებობს.
ადვოკატის განცხადებით, ეს იყო გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული. შესაბამისად, დაცვის მხარემ 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა. ასევე ქვეყნის საზღვრების დატოვების უფლების ჩამორთმევა და შესაბამის უწყებაში ყოველდღიურად გამოცხადება.
მოსამართლე დავით კურტანიძემ პროკურორის შუამდგომლობები სრულად გაიზიარა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.
თაგები:
საქალაქო სასამართლო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს