“პატივს ვცემ გიგის და დათოს გადაწყვეტილებას, თუმცა მცდარ გადაწვყეტილებად მიმაჩნია ამ მომენტში ამის გაკეთება”


ავტორი
Front News საქართველო
"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია პარტის თავმჯდომარეობიდან დავით ბაქრაძისა და გენერალური მდივნობიდან გიგი უგულავას წასვლის შემდეგ აცხადებს, რომ აქტიურ პოლიტიკაში პარტიის სახელით აპირებს დარჩენას.
"მე ყველა შემთხვევაში ვაპირებ, რომ დავრჩე აქტიურ პოლიტიკაში, ოღონდ არანაირი გადაწვყეტილება რომელიმე თანამდებობასთან დაკავშირებით არ მიმიღია. ჩემი აზრით, ეს დაკავშირებულია პარტიის სტრატეგიასთან და განახლების კონკერტულ ფორმებთან.
ვთვლი, რომ ახლა ჩვენი პასუხისმგებლობის ნაწილი, მათ შორის ლიდერების, იმაშიც მდგომარეობს, რომ რეალურად ეს პარტია იყოს სერიოზული კონკურენტი ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის საქმეში და ამ ქვეყნის დასავლურ, ევროპულ გზაზე დაბრუნებაში. მე არ ვაპირებ აქტიური პოლიტიკიდან პარტიის, ევროპული საქართველოს სახელით, გაწევას. პატივს ვცემ გიგის და დათოს გადაწყვეტილებას, თუმცა მცდარ გადაწვყეტილებად მიმაჩნია ამ მომენტში ამის გაკეთება", – განაცხადა ბოკერიამ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს