პატრიარქი - მიტროპოლიტი სერაფიმე სოხუმიდან იყო და ქვეყნის განსაცდელმა მასაც ტკივილიანი ცხოვრება არგუნა, თუმცა განსაცდელები შემდეგშიც არ ტოვებდა

ავტორი
Front News საქართველო
მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) მოულოდნელმა გარდაცვალებამ საერთო დიდი გულისტკივილი გამოიწვია, - ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორის სამძიმრის წერილშია აღნიშნული.
"იგი სოხუმიდან იყო და ქვეყნის განსაცდელმა, ბუნებრივია, მასაც ტკივილიანი ცხოვრება არგუნა; თუმცა, განსაცდელები შემდეგშიც არ ტოვებდა, მით უმეტეს მღვდელმთავრის ხარისხში ყოფნისას.
ის, რომ იგი გამოირჩეოდა გულწრფელობით, უშურველობით, თავმდაბლობით, უბრალოებით, შემნდობი ხასიათით, სიყვარულით, განუკითხველობით… განსაკუთრებულად გამოჩნდა მისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდში. ამ თვისებების გამო შეიყვარა იგი ხალხმა ბორჯომშიც, თბილისშიც და საერთოდ, ყველგან, სადაც კი მას მოუწია მსახურება.
ღმერთმა დალოცოს და სავანესა მართალთასა განუსვენოს მის უკვდავ სულს, ხოლო სასულიერო პირებს, მის სამწყსოს, ახლობლებსა და ყველა გულშემატკივარს მომადლოს მშვიდობა და მიტროპოლიტ სერაფიმესათვის ლოცვის ძალა", - აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.
მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) 64 წლის ასაკში 3 ნოემბერს გარდაიცვალა.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


