პატრიარქი შიო III აღსაყდრდა

ავტორი
Front News საქართველო
სვეტიცხოველში ახლად არჩეული უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაცია შედგა.
საზეიმო ლიტურგიის დროს პატრიარქს გადასცეს მართვის სიმბოლოები - საპატრიარქო მიტრა, კუნკულ-ბარტყული (თავსაბურავი) ჯვარ-პანაღია და კვერთხი და უძველესი საპატრიარქო მიტრა დაადგეს.
11 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი აირჩიეს.
თაგები:
პატრიარქი შიო III




