Logo

პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

Frontnews image description

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომისიის შემადგენლობაში იქნებიან: თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ირაკლი ჩიქოვანი; საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი;  შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე; კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი; რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი; ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე;  მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე.

მისივე ცნობით, ასევე, სახელმწიფო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვათ: პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს; თბილისის მერს კახა კალაძეს და საპატრიარქოს სამ წარმომადგენელს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

საქართველოში გლოვაა გამოცხადებული.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები