პატრიარქის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება.
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გამოსვენება სამების საკათედრო ტაძრიდან მოხდება კვირას, 22 მარტს, სავარაუდოდ, 15:00 საათისთვის და პროცესია სიონის საკათედრო ტაძრისკენ გაემართება.
სიონის ტაძარში მისი უწმინდესობის დასვენების შემდეგ მცხეთა-თბილისის ყველა ეკლესიას და ეპარქიებში მოქმედ ეკლესია-მონასტრებს ვთხოვთ, დარეკონ სამგლოვიარო ზარები დაკრძალვამდე“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციაში.
თაგები:
საპატრიარქო




