პატრიარქი – 9 აპრილი გამორჩეული დღეა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, წელს ამ თარიღს ემთხვევა უდიდესი ქრისტიანული ზეიმიც


ავტორი
Front News საქართველო
9 აპრილი გამორჩეული დღეა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, წელს ამ თარიღს ემთხვევა უდიდესი ქრისტიანული ზეიმიც, – ამის შესახებ პატრიარქის განცხადებაშია აღნიშნული.
“9 აპრილი გამორჩეული დღეა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ერთის მხრივ, იგი დაკავშირებულია იმ დიდ ტკივილთან, რომელიც 34 წლის წინ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა და 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა (ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი უკვდავი სულნი); მეორეს მხრივ კი, – სიხარულთან, რადგან 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი და 9 აპრილი თავისუფლებისკენ მსწრაფი თანამედროვე საქართველოს ათვლის წერტილად იქცა.
წელს ამ თარიღს ემთხვევა უდიდესი ქრისტიანული ზეიმიც, – იერუსალიმში დიდებით შესვლა მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
უფლის ამქვეყნად მყოფობის პერიოდში ეს იყო ერთადერთი დღე, როდესაც ისრაელის მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღიარა იგი ვითარცა მეუფე და მხსნელი და დიდი სიხარულითა და სიყვარულით ეგებებოდნენ, პალმისა და ზეთისხილის ტოტებს უფენდნენ და ოსანას უგალობდნენ…
ეს დღე ყველა მორწმუნე ქრისტიანისთვის განსაკუთრებული სიხარულისა და სიკეთის დღეა, უფლის დიდების, ლოცვისა და დალოცვის დღე.
ჩემის მხრივ, მეც ყველას გლოცავთ და თქვენს თავსა და სრულიად საქართველოს ვავედრებ იესო ტკბილს”, – აღნიშნულია პატრიარქის განცხადებაში.
თაგები:
პატრიარქი

“ქართული ეკლესიის გამორჩეული წარმომადგენელი გახლავთ ჩვენი პატრიარქი, რომელიც 40 წელზე მეტია, გამორჩეული ერთგულებით ემსახურება სამშობლოს”

გივი მიქანაძე – ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლა კვლავაც 9 აპრილის იდეალების გარშემო ერთობას უნდა დაეფუძნოს

პატრიარქი – ჩვენმა ხალხმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, უნდა იცოდნენ ამ გმირთა სახელები, საბჭოთა ათეისტური რეჟიმის წინააღმდეგ საქართველოსთვის შეწირულთა ისტორია