პატრიარქი – აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა კიდევ ერთ ნაწილს ვემშვიდობებით


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა კიდევ ერთ ნაწილს ვემშვიდობებით. სამწუხაროდ, ახლობლებსაც და ჩვენც ახლაღა მოგვეცა შესაძლებლობა, პატივი მივაგოთ მათ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა.
“უკვე რამდენჯერმე მოხდა გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში დაღუპული მებრძოლებისა და მოქალაქეების ჩამოსვენება. დღეს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა კიდევ ერთ ნაწილს ვემშვიდობებით. აქ დასვენებულნი არიან როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირები. სამწუხაროდ, ახლობლებსაც და ჩვენც ახლაღა მოგვეცა შესაძლებლობა, პატივი მივაგოთ მათ.
ღმერთმა მოიხსენოს ჯამბულ ბერულავა, გიორგი გაბროშვილი, ამირან მეგრელიშვილი, ნოდარ ბერია, გია ძაგნიძე, გუჯუ დარჯანია და ყოველნი სამშობლოსათვის აღსრულებულნი.
ყოვლადწმინდა სამებამ მარადიული სამყოფელი სავანესა მართალთასა განუწესოს მათ უკვდავ სულებს, ხოლო ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და გულშემატკივართ, მომადლოს მათთვის ლოცვის ძალა”, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.
სამების საკათედრო ტაძარში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
თაგები:
პატრიარქი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს