Logo

პატრიარქი – გილოცავთ მარიამობას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და საქართველოს

საზოგადოება
825
Frontnews image description

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს მარიამობა მიულოცა.

 

ილია მეორე სიონში საზეიმო წირვას დაესწრო, რის შემდეგაც მრევლს მიმართა.

 

“გილოცავთ მარიამობას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და საქართველოს. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა.

 

28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღესრულება.

თაგები:

პატრიარქი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები