პატრიარქი – გილოცავთ საქართველოს ტერიტორიაზე საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარებას და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს


ავტორი
Front News საქართველო
გილოცავთ საქართველოს ტერიტორიაზე საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარებას და ბატონ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის წერილშია აღნიშნული, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.
“34 წლის წინ, 31 მარტს ჩატარდა საყოველთაო რეფერენდუმი (მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში) და მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ერთადერთ კითხვას – “თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“ – დადებითად უპასუხა. სწორედ ეს რეფერენდუმი გახდა დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი, რაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, მაშინდელი უზენაესი საბჭოს, ჩვენი ერისა და საერთოდ, საქართველოს მთელი მოსახლეობის დამსახურებაა.
გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს და მონაპოვარს და ასევე, ბატონ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს. ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს“, – აღნიშნულია წერილში.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს